ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იუსტიციის სახლი დღეს იქამდე იმუშავებს, ვიდრე ბოლო მომხმარებელი არ მიიღებს სასურველ მომსახურებას

იუსტიციის სახლის აღმასრულებელი მდივანი გივი აზაურაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის სახლი დღეს იქამდე იმუშავებს, ვიდრე ბოლო მომხმარებელი არ მიიღებს სასურველ მომსახურებას.

იუსტიციის სახლში რიგებია, რადგან მოქალაქეები ტაქსის ლიცენზიის ასაღებად მივიდნენ. მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია.

იუსტიციის სახლს დღეს ჩვეულზე მეტი მოქალაქე ესტუმრა ორი კონკრეტული მიზეზით. სამწუხარო ის არის, რომ ბოლო დღეს მოხდა მოქალაქეთა მოზღვავებული რაოდენობის მოსვლა. 1-ელ ოქტომბერს იწურება ტაქსების ლიცენზიების გაცემის ვადა და ასევე სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის ვადა იმ პირებისთვის, რომლებიც განსაზღვრულია მთავრობის 381-ე დადგენილების ჩამონათვალში. ეს არის მავნე, საშიშპირობებიანი საქმიანობის განმახორციელებელი პირები.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა სწორედ ბოლო დღეს მოგვმართეს, თუმცა იუსტიციის სახლი ბოლო მომხმარებლის გასტუმრებამდე იმუშავებს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოსულია ამა თუ იმ მომსახურების მისაღებად, ჩვეულებრივად მიიღებს ამ მომსახურებას. სამუშაო დრო სრულდება 18:00 საათამდე, გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ ბოლო დღეს მოგვმართა ასეთი რაოდენობის ხალხმა, ჩვენ შევეცდებით, შევიდეთ ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობაში და სანამ ჩვენი უკანასკნელი მომხმარებელი არ მიიღებს მისთვის სასურველ მომსახურებას, იქამდე მოვემსახურებით ამ ხალხს, რადგან გვერდში დავუდგეთ ჩვენს მოქალაქეებს და მაქსიმალურად დავეხმაროთ, დროულად მიიღონ თავისთვის სასურველი სერვისი.

18:00 საათზე კარის დაკეტვას და მოქალაქეების გარეთ დატოვებას არ ვაპირებთ. ხვალ იუსტიციის სახლი მუშაობს, მაგრამ არა საჯარო რეესტრის მიმართულებით, შესაბამისად, დღეს არის ბოლო დღე, როდესაც იუსტიციის სახლში არის შესაძლებელი მოსვლა და ამ მიმართულებით იმ განსაზღვრული პირების სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია. დღეს დავაკმაყოფილებთ ნაკადს. ვმუშაობთ ბოლო მომხმარებლამდე“, – განაცხადა აზაურაშვილმა.

იტვირთბა....