aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იუსტიციის სახლში ტაქსის ლიცენზიის აღების მსურველთა რიგია

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის სახლში ტაქსის მძღოლები ნებართვის ასაღებად რეგისტრაციას გადიან, რის გამოც დიდი რიგია შექმნილი.

როგორც ცნობილია, ტაქსის მძღოლები, რომლებსაც შესაბამისი ნებართვა არ ექნებათ, პირველი ოქტომბრიდან 200 ლარით დაჯარიმდებიან.

„ჯერ ისედაც ვერაფერს ვშოულობთ და ახლა ეს 100 ლარი მოაქუჩე, მოდი, გადაიხადე, წაბრძანდი სახლში და მე უნდა ვიყო სახლში, პენსია ჩვენ არ გვაქვს, არაფერი ჩვენ არ გვაქვს, რით რა გავაკეთოთ. ცოტა ადრე გამოეცხადებინათ, ის უფრო უკეთესი იქნებოდა, რაღაცას ვიშოვიდით, მაგრამ დღესდღეობით, რომ არ არის, ეგ არის უბედურება,“ – გაცხადებს ერთ-ერთი რიგში მდგომი მოქალაქე.

ამ დრომდე ტაქსით მომსახურების ნებართვა 8 ათასზე მეტმა მძღოლმა მიიღო.

მძღოლმა ერთწლიანი ნებართვის მისაღებად უნდა გადაიხადოს 100 ლარი, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში 50 ლარი, ხოლო ელექტროძრავიანი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში ნებართვა უფასოა.

 

იტვირთბა....