ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალი საკანონმდებლო ინიციატივა: აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამა იზღუდება

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ინიციატივა, რომელიც  აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის შეზღუდვას ეხება,  სავარაუდოდ პარლამენტში ორშაბათს დარეგისტრირდება.

ცვლილების მიხედვით, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, გარდა სპონსორობისა.

​”ამოცანა, რომელიც ამ ეტაპზე დგას, არის რიცხოვნობის შემცირება დღევანდელი მონაცემებით დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანია სხვადასხვა სივრცეებში რეგისტრირებული”- განაცხადა  ლევან გოგიჩაიშვილმა.

სიახლე ეხება ქართული ბარათებით უცხოურ აზარტულ და მომგებიან თამაშებზე ონლაინ გადახდების აკრძალვასაც. წესის დარღვევისთვის 10 ათას ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული. ინიციატივას კრიტიკულად უყურებს ოპოზიცია.

“სერიოზულ ფინანსურ მოგებას მოუტანს ეს აქ მოქმედ კომპანიებს და პირდაპირ აძლევს ამას ხელს, არანაირი კავშირი ამას მომხმარებელთა დაცვასთან ან თამაშის შემცირებასთან არ აქვს” – განაცხადა ოთარ კახიძემ.

იტვირთბა....