ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბოკერია – მმართველი გუნდის წევრები უნიჭო, პოლიტიკურად თავხედი ადვოკატების როლში არიან

ეს არ იყო ცივი იარაღი, ეს იყო ტარი. ეს ადასტურებს, რომ უნიჭო, პოლიტიკურად თავხედი ადვოკატების როლში არიან. ჯერ ერთი, თუ ურტყავ, ტარიც ცივი იარაღია და მკვლელობის თანამონაწილე ხარ. ჩვენ დავახატინეთ ერთ-ერთ მოწმეს სქემა თუ როგორ გამოიყურებოდა, დაახლოებით, ეს ნივთი, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები არ ჩაატარეს.

შეგიძლიათ, ნახოთ უამრავი თხელი ცივი იარაღი, რომელსაც აქვს ტარისნაირი პირი. ეს კომისიამ ზუსტად არ იცის.ეს რომ დადგენილიყო, პროკურატურა და შინაგან საქმეთა უნდა გვყოლოდა, რომელიც ამ იარაღის ძებნას დაიწყებდა. ეს მონაცემებიც სამკარისია ბრალის წასაყენებლად, მაგრამ არც ეცადნენ მთავარი ეჭვმიტანილის სახლის გაჩხრეკას. თუ დაკითხვებისას მოწმე ჩვენებას მოგცემს, რომ ჯიბისკენ ხელი წაიღოო და ამ კითხვებს არც დაუსვამ. თუ ტელეფონებში არსებულ ამონაწერებს არ ამოიღებ, რომ გაიგო რაზე ლაპარაკობდნენ, მაშინ შეგიძლია, ესე უტიფრად თქვა, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულებები, რათა პირისთვის ბრალი წაგეყენებინა, დემოკრატიულ ქვეყნებში ასეაო”, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა საგამოიებო კომისიამ პროკურატურისგან განსხვავებული ვერსია ვერ წარმოადგინა და არ იყო საკმარისი სამხილები კონკრეტული პირების დასაჭერად.

იტვირთბა....