საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში “ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი სოხუმის საქართველოს დედაქალაქად გამოაცხადოს გეგმავს.
მისვე თქმით, თუ რუსეთი მზად იქნება, ის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე მოსკოვთან მოლაპარაკებებსაც დაიწყებს.
„ჩემი გაპრეზიდენტებისთანავე სოხუმი გამოცხადდება საქართველოს დედაქალაქად, რითაც უზრუნველყოფილი იქნება კონსტიტუციური მუდმივობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა. მზად ყოფნის შემთხვევაში, მე დაუყოვნებლივ დავიწყებ მოლაპარაკებებს მოსკოვთან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ და საქართველოს ამ ტკივილს გადავაქცევ მთელი მსოფლიოს თავის ტკივილად“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.