ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სარალიძე: „ჩვენი პროტესტი გაგრძელდება, ვნახოთ, პოლიტიკური ლიდერები რას შემოგვთავაზებენ”

„ჩვენი პროტესტი გაგრძელდება ისევ და ისევ ისე როგორც ვაგრძელებთ. ვნახოთ პოლიტიკური ლიდერები რას შემოგვთავაზებენ და ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას  რა მეთოდით ვებრძოლოთ ამ ხელისუფლებას”- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.

იქიდან გამომდინარე რაც ბოლოს უკვე პარლამენტის თავმჯდომარემ დააგვირგვინა მაინც ტალახს გვესვრიან, რომ “ნაციონალების” მიერ მართული იყო ეს აქცია. მინდა აღვნიშნო ხაზგასმით  გუშინდლამდე ეს არანაირი  პოლიტიკური პარტიების აქციები არ ყოფილა და არც იქნებოდა მაგრამ იმასთან დაკავშირებით  გუშინ რა ინფორმაციებიც გვქონდა, რომ აპირებდნენ პროვოკაციებზე წამოსვლას, იმაზე არ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ჩვენს დაკავებას აპირებდნენ.

იმიტომ, რომ თუ დაგვაკავებენ ეს არაფერს არ ნიშნავს ჩვენთვის მაგრამ ხალხის მიმართ  აპირებდნენ პროვოკაციაზე წამოსვლას რაც ნათელი  გახდა პოლიციის მხრიდან. უკანონოდ იქცეოდა მთელი პოლიცია,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დღეს, დღის მეორე ნახევარში შვილმკვდარი მამების აქცია განახლდება. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის პარლამენტის შენობასთან აქციას პერმანენტულად აწყობენ.

იტვირთბა....