ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

Edison Research: გამოკითხულთა 41% ხმას სალომე ზურაბიშვილს არ მისცემს

„რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, თუ რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს არ მისცემთ ხმას არცერთ შემთხვევაში, პასუხები ასე გადანაწილდა:

გამოკითხულთა 41% ხმას სალომე ზურაბიშვილს არ მისცემს. 29% მხარდაჭერას აუ გამოუცხადებს „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს, 16% – „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს – შალვა ნათელაშვილს, 13% – გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს, 11% – „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატს დავით ბაქრაძეს და ასევე 11% არ მისცემს ხმას „შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატს დავით უსუფაშვილს.

მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა “რუსთავი 2-ის” დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2%-ია.

იტვირთბა....