სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც „რუსთავი2“-ის დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა ჩაატარა, საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური გაიმართება.
კითხვაზე – იქნება თუ არა მეორე ტური? გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა:
პასუხი: საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური იქნება – 44%
პასუხი: საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური არ იქნება – 24%
პასუხი: არ ვიცი – 32%
საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა, კვლევის ცდომილება კი 2%-ია.