ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი? რა შუაშია ქუმსიშვილი? რა შუაშია გახარია? რეებს მიედ-მოედებით?”

“რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი? რა შუაშია ქუმსიშვილი? რა შუაშია გახარია? რეებს მიედ-მოედებით, ლოგიკა ხომ არსებობს? დავსხდეთ ახლა და ვისაუბროთ, რომ ეს კრიმინალია, ის ქურდია და მართლა ასეა?”, – ასე მიმართა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ, იმ კითხვის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც “ომეგა ჯგუფის” ბრიტანელი ადვოკატები ლონდონის სასამართლოში წარსადგენად საქართველოს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ.

“ჯგუფს აქვს გადასახდელი 51 მილიონი და ტელევიზია ალიბი ვერ იქნება. კანონი არის ყველასთვის ერთი. თუ ამ ჩანაწერებში მონაწილეების მიმართ არსებობს კითხვები, გამოძიება დაწყებულია და როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს უნდა მოეთხოვოს პასუხი. როდესაც საუბრობთ და ინტერპრეტირებას უკეთებთ, რომ მაღალჩინოსნები არიან ჩართული, ეს რა მიდგომა ან რა ლოგიკაა?

რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი? რა შუაშია ქუმსიშვილი? რა შუაშია გახარია? რეებს მიედ-მოედებით, ლოგიკა ხომ არსებობს? დავსხდეთ ახლა და ვისაუბროთ, რომ ეს კრიმინალია, ის ქურდია და მართლა ასეა?”, – განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.

იტვირთბა....