ახალი ამბები მთავარი სამართალი

გახარია: როდესაც გვაქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა მოხდეს პროვოკაციები, წესრიგს ვიცავთ იმ ლეგიტიმური საშუალებით, რომელიც გაგვაჩნია

“როდესაც გვაქვს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა მოხდეს გარკვეული პროვოკაციები, ჩვენ წესრიგს ვიცავთ იმ ლეგიტიმური საშუალებებით, რომელიც გაგვაჩნია”, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

„შსს ერთმნიშვნელოვნად იცავს და პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას. აქ ორი აზრი არ არსებობს. ჩვენი მუშაობის სტილით ეს არაერთხელ დავუმტკიცეთ საზოგადოებას. თუმცა, ჩვენ მხოლოდ ამ კომპონენტზე არ ვართ პასუხისმგებელნი. ჩვენ მართლწესრიგის და უსაფრთხოების დაცვის პასუხისმგებლობაც გვაკისრია. ამიტომ, როდესაც გვაქვს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა მოხდეს გარკვეული პროვოკაციები, ჩვენ წესრიგს ვიცავთ იმ ლეგიტიმური საშუალებებით, რომელიც გაგვაჩნია”, – განაცხადა გახარიამ.

გუშინ, პარლამენტთან, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ორი პირი დააკავეს.

იტვირთბა....