ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს პარლამენტთან დაკავებულ ორ პირს ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება

გუშინ პარლამენტის წინ დაკავებულ ორ პირს შსს ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ერთ-ერთმა პირმა დაკავებისას დააზიანა საპატრულო პოლიციის ავტომობილის საქარე მინა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

„თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ ჩადენილი ხულიგნობისა და პოლიცისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ადმინისტრაციული წესით 166-173 მუხლებით დაკავებულია 2 პირი: ნ.კ. და გ.ფ. დაკავებისას გ.ფ.-მ დააზიანა საპატრულო პოლიციის ავტომობილის საქარე მინა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე“ – აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტთან, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე ორი პირი დააკავეს.

იტვირთბა....