ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს მოვიდნენ პარლამენტთან”: დღეიდან შვილმკვდარი მშობლების აქცია პოლიტიკური ხდება

“მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, დღეს 9 საათზე მოვიდნენ პარლამენტთან და დაგვიდგნენ გვერდით” – განაცხადა ელისო კილაძემ. მას მხარი დაუჭირეს შვილმკვდარმა მამებმა და ანალოგიური თხოვნით მიმართეს პოლიტიკურ პარტიებს.

“სუსი ზაზა სარალიძის პოლიტიკოსებთან საუბრის ფარულ აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებას გეგმავს” – ასეთი განცხადება გააკეთა რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ რუსთაველზე, პარლამენტის წინ სადაც გრძელდება შვილმკვდარი მშობლების აქცია.

კილაძის თქმით, დღეიდან აქცია პოლიტიკური ხდება.

შეგახსენებთ, დღეს ზაზა სარალიძე კარვების გაშლას გეგმავდა რუსთაველზე და როგორც ის ამბობს, პოლიციამ კარვები, საბნები და ბალიშები მოიპარა.

 

იტვირთბა....