აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გამართული პოლიტიკური დისკუსიების დროს განაცხადა, რომ ვაშინგტონი ამიერიდან მხოლოდ იმ ქვეყნებს დაეხმარება, ვინც აშშ-ს მეგობარია.
„აშშ გაარკვევს ემთხვევა თუ არა ამერიკის ინტერესებს იმ ქვეყნების ინტერესები, რომელსაც ვაშინგტონი ეხმარება. ამიერიდან დახმარებას მხოლოდ იმათ გავუწევთ, ვინც პატივს გვცემს და ვინც ჩვენი მეგობარია“, – აღნიშნა აშშ-ს ლიდერმა.
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციების ხარჯების 25%-ზე მეტს არ დაფარავს.