“ნაციონალური მოძრაობა” რომ არ იყოს, სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი, ბევრად უკეთესად იქნებოდა ქვეყანაში ყველაფერი. თუმცა, ეს არის დღევანდელი რეალობა. ეს არის ის, რომ არის ორი პოლუსი – “ნაციონალური მოძრაობა” არის დასუსტებული, არაფრის თავი არ აქვთ, არც არჩევნების მოგების, არც რევოლუციის მოწყობის, არც აქციის მოწყობის. ხედავთ, რომ 10 კაცი ძლივს გამოიყვანეს იმ აქციაზე, რომელიც პარლამენტის წინ ვითომ, ჯერ კიდევ იმართება”
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.