საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეხვდა. მოსახლეობასთან შეხვედრისას კანდიდატმა ქვეყნის თავისუფლებასა და ქვეყნისთვის თავისუფლების მნიშვნელობაზე, გურიის მაგალითის საფუძველზე ისაუბრა .
„გურია იყო ცნობილი თავისი თავისუფლებით. თუნდაც ის, რომ დამოუკიდებლობამდე გურიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა ნიშანია, თუ რამდენად თავისუფალი მოქალაქეები ცხოვრობენ აქ. სწორედ ეს არის ის, რაც დღეს, ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება, თავისუფალი და თავისუფლად მოაზროვნე საზოგადოება. სწორედ ეს არის ის, რაც სჭირდება მომავალ პრეზიდენტს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.