სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ტოსკანას რეგიონში ტყის ხანძარს ებრძვიან. ევაკუირებულია 500-მდე ადამიანი.
ხანძარი ქალაქ პიზის მახლობლად გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 600 ჰექტარზეა გავრცელებული.
პიზის სახანძრო სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ხანძარი დიდი ალბათობით, განზრახ არის გაჩენილი.
ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 80 სახანძრო ბრიგადა, ორი თვითმფრინავი და მოხალისეები არიან ჩართული.