ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გრიგოლ ვაშაძე რუსეთიდან არის გამოგზავნილი”

ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ის თქვა, რაც ევროპის საპარლამენტო დოკუმენტში წერია

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის მისამართით ფეიკმედია ავრცელებს ცილისწამებას , რის გამოც „ფაშისტური საარჩევნო კამპანია“ მიმდინარეობს და ამას სათავეში უდგანან რუსული ძალები.

გოგა ხაინდრავამ ისაუბრა 2008 წლის 2 ოქტომბერს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტზე, რომელსაც ხელს აწერენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: გიგა ბოკერია, პეტრე ცისკარიშვილი, ელენე თევდორაძე და ლევან ბერძენიშვილი. ხაინდრავას განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტის მე-5 მუხლში წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის წინააღმდეგ გაუფრთხილებელი საარტილერიო ცეცხლის გახსნამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა და სრულმასშტაბიან ომად გადააქცია.

“ეს დოკუმენტი დევს ჰააგაში, სტრასბურგში, ნიუ-იორკში, ჟენევაში და თბილისშიც. სამწუხაროდ, ყველანი მონაწილე ხართ იმ დიდი სიცრუის, რომ სალომე ზურაბიშვილმა რაღაც ისეთი თქვა, რომელიც საქართველოს ავნებს. მან ის თქვა, რაც ამ დოკუმენტში წერია, რაც მთელმა მსოფლიომ იცის და „სირაქლემას პოზაში“ ვართ აქ ყველანი” – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ორი წელი და რვა თვე იყო სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხში ზურაბ ჟვანიას მთავრობის დროს და კარგად ახსოვს, როგორ დაატოვებინეს სააკაშვილის ნამოქმედარის გამო სადამკვირვებლო მისიას და უცხოელ სამხედროებს ცხინვალის ტერიტორია.

ხაინდრავამ მიმართა მედიას, ნუ შეყვანენ შეცდომაში საზოგადოებას.

“როდესაც რუსეთის უშიშროების პოლკოვნიკი ალასანია ზის უშიშროების საბჭოში ერთ ყურთან და მეორე ყურთან გიზის გრიგოლ ვაშაძე, რომელიც შენი საგარეო საქმეთა მინისტრია და რუსეთიდან არის გამოგზავნილი, ბუნებრივი, იმ გადაწყვეტილებას მიიღებ რა გაწყობილებაც მიიღო სააკაშვილმა 2008 წლის 7 აგვისტოს. ეს იყო მიზანმიმართული ქმედება სააკაშვილისა და მერაბიშვილის იმისთვის, რომ ფართომასშტაბიანი აგრესია განხორციელებულიყო. რომ არ ყოფილიყო ცხინვალის დაბომბვა, გაუჭირდებოდა რუსეთს შემოსვლა” – განაცხადა ხაინდრავამ.

იტვირთბა....