ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხონის მუნიციპალიტეტში მაღალჩინოსნები თანამდებობას ტოვებენ

ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ “ნიუპრესს” დაუდასტურა, რომ ხონის მუნიციპალიტეტში მაღალჩინოსნები თანამდებობას ტოვებენ.

საქმე ეხება ხონის მერის მოადგილეს გელა ჩოგოვაძეს, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს ზაზა რუხაძეს და სხვა საჯარო მოხელეებს, რომლებსაც სასამართლომ  პირობითი მსჯავრი მიუსაჯა და ჯამში 40 000 ლარით დააჯარიმა.

“მათ წარმოადგინეს უკვე სასამართლოს განჩინებები და წერენ უკვე განცხადებებს”- განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

მისი თქმით, თანამდებობებს დატოვებს 6 პირი, მათ შორის მერიის 4 თანამშრომეელი, ერთი საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ზაზა რუხაძე და  საკრებულოს ერთი თანამშრომელი.

შეგახსენებთ, აღნიშნულ პირებს ბრალი სახელმწიფო მიწების არაკანონიერად გასხვისებაში დაედოთ.  საქმე დოკუმენტაციის გაყალბებით კინჩხაში სახელმწიფო მიწების გასხვისებას ეხება. საქმის განხილვა თბილისის სასამართლოში გაიმართა.

იტვირთბა....