პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ იმ სამარცხვინო კამპანიას, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის მისამართით წარიმართება, არც კაცობა, არაფერი ამას არ შეიძლება ეწოდოს.
“შავი პიარი ღიად წარმოებს “ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების მხრიდან. ასე თქვენ ევროპასთან ვერ დაახლოვდებით და არც გაქვთ ამის სურვილი, რაც ჩანს. ევროპა, ნატო და დასავლეთი ისევეა თქვენთვის ახლოს, როგორც კრიალოსანი ვირთან – ეს შემიძლია პირდაპირ გითხრათ“ – აღნიშნული განცხადებით კობახიძემ ბიუროს სხდომაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს მიმართა.