ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“პუტინს ციხეში ჩაჯდომის ეშინია”: ნემცოვის ინტერვიუ მის მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე (ვიდეო)

რუსული მედია ავრცელებს რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის ინტერვიუს, რომელიც ჩაწერილია მის მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე. ის წინასწარმეტყველებს რუსეთის პოლიტიკურ მომავალს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელში.

როგორც რუსული მედია აღნიშნავს, ყველაფერი ზუსტად ისე ხდება როგორც მან იწინასწარმეტყველა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ამონარიდებს:

 

“ვიჯდები პულსის დაკარგვამდე. 2018 წელს მონაწილეობას მივიღებ არჩევნებში. თუმცა, ამას არჩევნებს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. ეს არის კლოუნადა და არა არჩევნები”.

“პირველ რიგში რაზეც პუტინი წუხს ეს არის მისი პირადი თავისუფლება. ის ნერვიულობს საკუთარ მდგომარეობაზე, მეგობრების მდგომარეობაზე…”

“პუტინს ციხეში ჩაჯდომის ეშინია . მას ეშინია პასუხი არ აგებინონ ბესლანის ტრაგედიის გამო. მას ეშინია პასუხი არ აგებინონ ნორდ-ოსტის გამო, კურსკის გამო. მას ასევე ეშინია პასუ არ აგებინონ უკრაინის ომის გამო”.

“მას ეშინია კრიმინალური თაღლითობის გამო თუგინდ გაზპრომის აქტივებთან დაკავშირებით. როგორც კი ის პრეზიდენტი გახდა, მისი მეგობრები კოოპერტავი “ოზეროდან” უცებ მილიონერები გახდნენ. ამიტომაც ის ეჭიდება უსასრულო ძალაუფლებას”.

“მერე, ეს სულელური შეკითხვები კორუფციასთან და მასთან ბრძოლასთან დაკავშირებით. ერთს ჰქონდა ასეთი თეზისი – კორუფციასთან ბრძოლა დაიწყე შენგან და შენი ახლობლებისგან. და გამოვა პუტინი და იტყვის, ოლიმპიადაზე მოიპარეს ტრილიონი რუბლი, სადაც მუშაობდნენ ჩემი მეგობრები, როტენბერგი, იაკუნინი, მილერი და მე ვაძლევ პროკურატურას განკარგულებას მათ წინააღმდეგ აღძრან საქმე. მეორე – ჩემმა მეგობარმა კოვალჩუკმა გაზპრომიდან წამოიღო 60 მილიონი, რომელიც ჩემ ბანკში მუშაობდა, როცა მე პეტერბურგში ვიყავი. ასე რომ, ეს საძაგელი კოვალჩუკი უნდა დავსაჯოთ, რომელიც ასევე მედიააქტივებს აკონტროლებს, მაგალითად პირველი არხის 49 პროცენტს, ასევე მე-5 არხს, PEH-TV-ის და ა.შ. თუ მან ფული მოიპარა გაზპრომიდან ისიც უნდა დავიჭიროთ…”

“ჰო, კიდევ, სეჩინის ყოველდღიური ხელფასი 6 მილიონი რუბლია. არა? კოსტინს დღეში 4,7 მილიონი რუბლი აქვს ხელფასი. რატომ აქვთ მათ ასეთი მაღალი ხელფასი და ისინი დადიან ფონდებში და პენსიონერებისთვის ითხოვენ ფულს, რომ შარვალი არ ჩაძვრეთ? მერე ჩინეთთან დადებული კონტრაქტი, რომლიდანაც სერიოზული წაგება მივიღეთ… აი ახლა, ამ ყველაფრის შემდეგ, მე ვსვამ კითხვას – მსგავსი სიტყვებით და ინიციატივით გამოვა პუტინი?

ამ ინტერვიუდან რამდენიმე ხანში, ბორის ნემცოვი მოკლეს. ხოლო დღეს, რუსული მედია ციტირებს, რომ ნემცოვის კრიტიკის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და პუტინის რუსეთში არაფერი შეცვლილა.

Борис Немцов — о выборах-2018

«Путин будет цепляться за власть до бесконечности — это совершенно очевидно». Четыре года назад Борис Немцов рассуждал о выборах-2018 в интервью радио «Свобода»: именно так все и оказалось

Gepostet von МБХ медиа am Donnerstag, 11. Januar 2018

 

 

იტვირთბა....