მარიხუანა ქვეყანაში პრობლემაა, რომელიც ახალგაზრდობას ანადგურებს და მე ვიქნები ამ ნარკოტიკის საწინააღმდეგო საინფორმაციო კამპანიის სათავეში, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, ამომრჩევლებთან შეხვედრის წინ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
ზურაბიშვილის განცხადებით, ციხე არ არის გამოსწორების გზაა და ის დეკრიმინალიზაციის მომხრეა.
“ციხე გამოსწორების გზა არ არის, მე ვიმეორებ, რომ ვარ დეკრიმინალიზაციის მომხრე, რადგან ეს არის იმაზე უარის თქმა, რა ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. მე მივიჩნევ, რომ მარიხუანა, მეტადრე ამ ქვეყანაში, სადაც დასაქმების და ბევრი სხვა პრობლემაა, არის დაავადება,მე ვიქნები საინფორმაციო კამპანიის სათავეში ამ ბრძოლის, ამ ნარკოტიკების წინააღმდეგ, რომელიც ანადგურებს ჩვენს ახალგაზრდობას და გვისპობს მომავალს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.