ახალი ამბები მთავარი სამართალი

შინაურ ცხოველთა ორთაბრძოლა კანონით აიკრძალება

„შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტის ინიციატორი გარემოს დაცვის კომიტეტია და ცვლილებები კანონში საშემოდგომო სესიის დროს განხორციელდა. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.

კანონპროექტის მიხედვით აკრძალულია თუ პირი:

ცდილობს ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზებას, ჩატარებასა და პროპაგანდას;

ცდილობს მოაწყოს ან აწყობს ცხოველთა ორთაბრძოლებს;

შეგნებულად იღებს ფულს ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით და ავრცელებს ინფორმაციას ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ;

წვრთნის და ამზადებს ცხოველებს ორთაბრძოლაში მონაწილეობისათვის;

იყენებს ან სხვას რთავს ნებას, თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობა გამოიყენოს ორთაბრძოლების მოსაწყობად;

შეგნებულად იღებს და ავრცელებს ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გამოსახულებებს ან ინახავს მათ, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით.

 

იტვირთბა....