ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ილია მეორე – ვთხოვეთ ხელისუფლებას, მარიხუანას კულტივაციის კანონი არ იყოს მიღებული

ჯერჯერობით შეჩერებულია ეს (კანაფის კულტივაციის) კანონი და იმედია, მომავალში არ იქნება ეს მიღებული. იმედია, მშვიდობა დაისადგურებს საქართველოში და ჩვენი ოჯახები დამშვიდდება, – ამის შესახებ საქართველოს ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

ილია მეორეს თქმით, ეკლესიამ თხოვა ხელისუფლებასა და პარლამენტს, რათა მარიხუანას კულტივაციის კანონი გაწვეული იყოს.

„ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავერთიანდეთ რწმენით, სიყვარულით, სასოებით, სიკეთით. სიკეთე უნდა ვაკეთოთ და დაგვიბრუნდება. ამ ბოლო დროს თქვენ იცით მღელვარება იყო ჩვენს ერში კანონის გამო, რომელიც ეხება მარიხუანას. უნდა ვიცოდეთ, რომ ნარკოტიკი და მათ შორის მარიხუანა დამღუპველია ადამიანისა, უნდა ვიცოდეთ, რომ საშიშია ჩვენი ახალგაზრდობისთვის, ჩვენი მომავლისთვის. ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს ხელისუფლებას, პარლამენტს, რომ გაწვეული იყოს ეს კანონი, მარიხუანას კულტივაციისა და არ იყოს ეს მიღებული. ჯერჯერობით შეჩერებულია ეს კანონი და იმედია, მომავალში არ იქნება ეს მიღებული”, – განაცხადა ილია მეორემ.

 

იტვირთბა....