ახალი ამბები მთავარი სამართალი

სოფელ ვარდისუბანში 6 შეიარაღებული პირი 4 პირს გაუსწორდა, მათ შორის ერთი მოზარდია

თელავის მუნიციპალიტეტ სოფელ ვარდისუბანში საქონლის ბაზარში დაპირისპირება მოხდა. 4 პირს, მათ შორის ერთ 14 წლის მოზარდს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

4-დან სამ პირს ცეცხსასროლი იარაღიდან აქვს ჭრილობა მიყენებული. დაზარალებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, როგორც ისინი აცხადებენ, დაპირისპირება მიწის ნაკვეთზე ჯერ კიდევ 1 კვირის წინ დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

იტვირთბა....