არა მხოლოდ ოჯახი, არამედ ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ვიზრდებოდი, ყველანი იყვნენ ამ რწმენით, რომ ეს დამოუკიდებლობა დაბრუნდება და იმ დღისთვის უნდა იყო მზად, იმ დღისთვის უნდა ისწავლო და მიაღწიო ყველაფერს, რაც არის მისაღწევი, რომ ამ ქვეყნის სამსახურში ჩადგე, სათავეში კი არა, ამაზე ვინ ფიქრობდა მაშინ, არამედ – სამსახურში, რომ გამოადგე,რაღაცა გაუკეთო ქვეყანას, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფომაციას “1ტვ” ავრცელებს.
“აქ არის ის დროშა, რომლითაც მე გავიზარდე, რომელიც ჩემთვის შეიძლება ემოციურად უფრო მეტს ნიშნავდეს, ვიდრე ახალი დროშა, რადგან ის იყო ერთადერთი დროშა, რომელიც არსებობდა და რომელიც ნიშნავდა, რომ საქართველო იყო და იქნება დამოუკიდებელი.
ახლა, როცა ჩვენ ვზეიმობთ ამ ასი წლის დამოუკიდებლობას, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ დამოუკიდებლობა არის რთული და მუდმივად საბრძოლველი. ამ ქვეყნისთვის, სადაც მისი გარემოცვიდან გამომდინარე, ძალიან რთულია, იფიქრო, რომ ეს არის სამუდამო მოცემულობა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის საბრძოლველი, მუდმივად დასაცავი და როგორც მთავარსარდალი, მე ვიქნები ამის დამცველი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.