ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ზუგდიდში დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროვოკაციის მოწყობა სცადეს.
“რაღაც მცდელობა არის, შევქნათ გარკვეული ისტერია. არანაირი ისტერია აქ საჭირო არ არის, ვისაც უნდა კითხვის დასმა, მიეცემა კითხვის დასმის შესაძლებლობა,“ – განაცხადა მერაბ ქვირაიამ.
ქვირაიას თქმით, “ნაციონალები” პროვოკაციების მოწყობის პრაქტიკას არ ივიწყებენ და ამის ამსახველ ვიდეომასალას ყველა სართაშორისო ორგანიზაციას გადაეგზავნება.
ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით კი, მას ზურაბიშვილთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს.
„გიორგი ანწუხხელიძის სახელით არ ჩაგატარებინებთ შეხვედრას. სალომე ზურაბიშვილს ამ დარბაზში შემოიყვანენ არა წინა კარიდან, არამედ ნანგრევებიდან. იმ ნანგრევებიდან, რომელიც ძალიან ჰგავს ქართულ დანგრეულ სახელმწიფოს, რომელიც ოკუპირებულია,“ – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.