მალხაზ მაჩალიკაშვილმა პანკისში ამფითეატრში მისულ ხალხს მოუწოდა, რომ დაშლილიყვნენ. მაჩალიკაშვილის განცხადებით, პანკისის მოსახლობას საქმე სასიმრეროდ არ აქვს. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.
მოქალაქეები ტერიტორიას უკვე ტოვებენ, შესაბამისად, “პანკისობა 2018” აღარ გაიმართება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის სოსო ქარუმაშვილის განცხადებით, წინასწარ იყო მოსახლხეობასთან შეთანხმებული ღონისძიება და რომ სცოდნოდათ, ასეთ რეაქციას გამოიწვევდა, ღონისძიებებისთვის სხვა ადგილს შეარჩევდნენ.
შეგახსნებთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ზაზა სარალეძესთან ერთად რუსთაველის გამზირზე ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით შიმშილობს.