თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, გვიან ღამით, ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს. პოლიციელების სპეცოპერაცია სავარაუდოდ გუშინ, ვაკეში მომხდარი დაჭრის ფაქტს უკავშირდება. შსს-ში ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა ცეცხსასროლი იარიღით დაჭრეს.