საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ “ევროპული საქართველოს” წევრები პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაიქცნენ.
„ჩემს კითხვაზე, რა პოზიციას დააფიქსირებენ „ევროპული საქართველოს“ წევრები რეკომენდაციებთან დაკავშირებით, პასუხი არის ის, რაც დარბაზში მოხდა. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დატოვეს დარბაზი, სწორედ იმის გამო, რომ მათ პასუხი არ აქვთ დადგენილებაში მოყვანილ არგუმენტებზე. ისინი გაიქცნენ დარბაზიდან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით”, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ევროპული საქართველო“ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული დასკვნის განხილვაში მონაწილეობას აღარ მიიღებს
მისი თქმით, არ აპირებენ, მონაწილეობა მიიღონ იმ დადგენილების განხილვაში, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს.
როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვით გამოვა და ამის შემდეგ „ევროპული საქართველო“ სხდომას დატოვებს.