პარტია “პატრიოტთა ალიანსის: ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას “ევროპული საქართველოს” წევრ გიგა ბოკერიას მიმართა და დაპირდა, რომ მალე მატროსოვის ციხეშ იხილავდა.
როგორც ინაშვილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიის წევრების მოსმენის დროს განაცხადა, “ევროპული საქართველოს” წევრებს არ აქვთ მორალური უფლება, რათა მკვლელობები გამოიძიონ.
“ამ დარბაზში “ქართული ოცნება” მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს იმაზე, რაც დღეს ხდება? მორალური პასუხისმგებლობა გაქვთ თუ არა თქვენ, რომ ეს კომისია ჩააბარეთ არა ერთ კონკრეტულ დანაშაულში ეჭვმიტანილ თუ პირდაპირ მხილებულ ადამიანებს? მკვლელობის საქმეს რომ იძიებს პირი, უნდა ქონდეს თუ არა მას გამოძიების მორალური უფლება? იგივე ბატონ ბოკერიას, ცალი თვალით რომ მიყურებს აქ. კარგად დამაკვირდით, მე ისიც ვიცი, რომ გესიზმრებით უკვე, ისე ხართ აკანკალებული. გააგრძელეთ ეს კანკალი. 280 000-ზე მეტი ხელმოწერაა უკვე შეგროვებული თქვენზე საქმის აღძვრის, გამოძიებისა და დაპატიმრების მოთხოვნით. სულ ტყუილად იღიმებით. ბატონო ანრი და “ქართული ოცნების” წარმომადგენელო კოლეგებო, ეს ყველაფერი ვერ ხვდებით, რომ მარაზმამდე მიდის?! სამარცხვინო მდგომარეობაა დღეს პარლამენტში. გპირდებით, ბატონო გიგა, რომ ძალიან მალე წახვალთ მატროსოვზე”, – განაცხადა ინაშვილმა.