ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვიღაც თაღლითები ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილს ახოცავენ ხელს”

პოლიტილოგმა და ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ ვიღაც თაღლითები ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილს ახოცავენ ხელს.

მისი თქმით, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს ბრალდება და შესაძლოა მის სახელს სპეციალურადაც იყენებდნენ. ექსპერტი მიიჩნევს, რომ როცა ქვეყანაში ცვლილებები განხორციელდება, ასეთი ადამიანები, უკვე ოფიციალურად დაადანაშაულებენ ივანიშვილს სხვადასხვა საქმიანობაში ჩარევასა და ბიზნესის კონტროლში.

„იძინა ივანიშვილის მონაწილეობა სიგარეტის ბიზნესის დალაგებაში ჩემთვის ფანტასტიკის სფეროდანაა. მის ინტერესებში ასეთი წვრილმანები არ შედის. ვერ დავიჯერებ, რომ ის ვიღაცას დაუჯდა და თამბაქოს დისტრიბუციაზე ესაუბრა. მინდა ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა, ყველაფერმა მასთან მოიყარა თავი, ყველაფერი მას ბრალდება, ბიზნესშიც და პოლიტიკაშიც. ეს ძალიან მძიმე სიტუაციაა მისთვის. ვიღაც თაღლითები ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილს ახოცავენ ხელს. რამე რომ შეიცვლება ამ ქვეყანაში, ასეთ ადამიანებს კალამს ვერ გააგდებინებენ ხელიდან და დაწერენ, რომ ბიძინა აკეთებდა ყველაფერს“, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

იტვირთბა....