ახალი ამბები

უსუფაშვილი: “თუ მოძრაობის ნაკადია დასარეგულირებელი, ეს უნდა შეეხოს ყველა სატვირთო ავტომობილს და არა მხოლოდ ხორბალს!”

საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ ხორბლის იმპორტთან და მძღოლებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება – ეს იყო მორიგი გაუაზრებელი და უგუნური ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან.

“ხორბლის იმპორტთან და მძღოლებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება – ეს იყო მორიგი გაუაზრებელი და უგუნური ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან.

რადგან, გზაზე თუ მოძრაობის ნაკადია დასარეგულირებელი, ეს უნდა შეეხოს ყველა სატვირთო ავტომობილს და არა მხოლოდ ხორბალს!
იმიტომ რომ, თუ გზაზე მოძრავი ავტომობილია პრობლემა, შიგნით ხორბალია, კარტოფილი, თუ ხახვი, ამას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა.

გამოდის აქ საუბარია ხორბლის იმპორტიორების რაღაც ინტერესებზე და არა გადატვირთულ გზებზე.
მითუმეტეს რომ, ნოემბერში და დეკემბერში რომელ ტურისტულ ნაკადი მოედინება მაინცდამაინც რუსეთიდან?!

– იგივეა მარიხუანასთან დაკავშირებული საკითხები.
მთავრობამ და უმრავლესობამ ყოვლად უგუნური ნაბიჯები გადადგეს.
ამაზე დიდი პოლიტიკური, საარჩევნო, თუ ეკონომიკური იდიოტიზმი შეუძლებელია ყოფილიყო მოფიქრებული.
ანუ, კითხვის ნიშანიც აღარ არსებობს, ივანიშვილი დაიღალა.
იგი აღარც არაფორმალურად მმართველობს და არც ფორმალურად იმმართველა.

სხვა ახსნა უბრალოდ შეუძლებელია ქონდეს იმას, რომ დღეს, როდესაც ამ დონეზეა აწული ემოციური, თუ ვნებები, მარიხუანასთან დაკავშირებით, ვიღაცას შემოაქვს ეს კანონპროექტი.

გამოდის ეს არის ან შიგნით ჩაბუდებული თვითდამაზიანებელი ჯგუფი, ან კიდე უარესი!

ამიტომ, ამ არჩევნებში ჩვენ ვირჩევთ არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ ქვეყანის განვითარების გზას.
გაიმარჯვებს „ქართული ოცნების“ ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატი – ჩვენ შევდივართ განგრძობად კრიზისში, რომელიც ცუდად დასრულდება;
იმდენად დაეცემა ძირს ხელისუფლება და საზოგადოების ისეთი ნიჰილიზმი ექნება, რომ სააკაშვილს გაუმართლდეს აზრები – ჩემი დრო მოვიდაო – მაშინ შევალთ მყისიერ კრიზისში!“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ კანონპროექტით ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა და გატანა უნდა შეზღუდულიყო.

იტვირთბა....