არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უსუფაშვილი: “პოლიტიკოსები პატრიარქის სურათით არ უნდა კეკლუცობდნენ და მის კალთას არ უნდა ეფარებოდნენ”

სამწუხაროდ, არასწორი ქმედებები პოლოტიკური წრეების მხრიდან, პოლიტიკოსების მცდელობები, რომ ეკლესია, სასულიერო პირები, მათი ავტორიტეტიდან გამომდინარე, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ, ეს ეკლესიას აზარალებს და ვნებს, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

„ამ ქვეყანაში მონასტერი არეულია პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებითაც…
ჩვენ კრიზისი გვაქვს სახელმწიფოშიც და საეკლესიო წრეებშიც და ეს მხოლოდ ბოლო მოვლენებს არ უკავშირდება.

სამწუხაროდ, არასწორი ქმედებები პოლოტიკური წრეების მხრიდან, პოლიტიკოსების მცდელობები, რომ ეკლესია, სასულიერო პირები, მათი ავტორიტეტიდან გამომდინარე, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ, ეს ეკლესიას აზარალებს და ვნებს.

ამიტომაც ვაცხადებ რომ, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში ჭკუას ასწავლის მეუფეებს, ეს არის ფუნდამენტურად არასწორი.

პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პოლიტიკოსებს და საჯარო მოხელეებს პოლიტიკური ცხოვრების, კონსტიტუციური წესრიგის, სახელწიფოებრივი ცხოვრების ანაბანას განვუმარტავ.

განვუმარტავ, რომ არც პატრიარქის სურათებით უნდა კეკლუცობდნენ, პიარს იკეთებდნენ და ამომრჩეველს ასე ელაპარაკებოდნენ და არც პატრიარქის კალთას უნდა ეფარებოდნენ, როდესაც მძიმე და სერიოზული გადაწყვეტილებებია მისაღები”, – აცხადებს უსუფაშვილი.

 

იტვირთბა....