ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ეკლესია გამსახურდიას წინააღმდეგ რომ ქადაგებდა და სახელმწიფო გადატრიალების მთავარი იდეოლოგი იყო?”

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პატრიარქს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ეკლესია ყოველთვის პოლიტიკურად ნეიტრალური არ ყოფილა.

“დიდი ბოდიში პატრიარქთან, მაგრამ ეკლესია ყოველთვის პოლიტიკურად ნეიტრალური რანაირად იყო? გამსახურდიას წინააღმდეგ რომ ქადაგებდა და სახელმწიფო გადატრიალების მთავარი იდეოლოგი რომ იყო, შევარდნაძის წინ რომ ერი დააჩოქა თუ “დაგმე მიშა” კამპანიით ივანიშვილის მოსვლა რომ განაპირობა? რაღა პუტინის რეზიდენტის გაპრეზიდენტებას უნდა შეხვდეს ნეიტრალური დუმილით?! ისტორია ყველაფერს დაიმახსოვრებს, მომავალი თაობები ყველაფერს შეაფასებენ”.

შეგახსენებთ, დღეს კათოლოკოს პატრიარქმა ილია მეორემ მოძღვრებს მიმართა, რომ თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისაგან, რადგან ეკლესია, ყოველთვის ნეიტრალურ პოზიციას იჭერდა მსგავს შემთხვევებში.

იტვირთბა....