გორის სკოლებში გაურკვეველ ნივთიერებათა მოხმარების გამო უკვე ორ საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს. საუბარია მოსწავლეების მიერ ერთ შემთხვევაში, სავარაუდოდ, მარიხუანას, მეორე შემთხვევაში კი, დამამშვიდებელი აბების მოხმარებაზე. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო “ფორტუნაზე” ვრცელდება.
გორის მე-7 სკოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების და კრიმინალური პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.