ქარიშხალ „ფლორენსით“ დაზარებულებს ორი მილიონი დოლარი ლეგენდარულმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა შესწირა.
ქარიშხალი ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს. დაღუპულთა რიცხვმა 30 ადამიანი შეადგინა. ძირითადი დარტყმა ჩრდილოეთ კაროლინაზე მოდის, სადაც, მინიმუმ, 24 ადამიანი დაიღუპა.
ამ მომენტისთვის, ჩრდილოეთ კაროლინას 600 ათასი მაცხოვრებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.