ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დახურული შეხვედრიდან: “ბახტაძემ თქვა, ჩემი აზრი არ გაითვალისწინეს, როცა ზურაბიშვილი დაასახელესო”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის აშშ-ში ვიზიტს ეხმაურება. მისი თქმით, მას აქვს ინფორმაცია დახურული შეხვედრიდან, რომელსაც პრემიერი ესწრებოდა.

“ე.წ პრემიერი ბახტაძე ვაშინგტონში მიავლინა ივანიშვილმა, ოლიგარქის იმიჯის გამოსასწორებლად. გუშინ ანალიტიკურ ცენტრ AEl ში ქონდა დახურული შეხვედრა, სადაც ვერ მოითმინა და ბევრი ლანძღა საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი, მოღალატე ზურაბიშვილი. თან დაიწუწუნა, ჩემი აზრი არ გაითვალისწინეს, როცა დაასახელესო”. – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა.

იტვირთბა....