ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გადაცემა “რეაქციაში” მთავრობის ინიციტიატივაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც სამედიცინო მარიხუანას კულტივაცია და ექსპორტი იგეგმება.
“ჩვენ ცეცხლით და ცოცხებით გავწმენდთ ქვეყანას… ვცდილობ ბატონ ბიძინას სახე შევუნარჩუნო, მაგრამ ის თვითონ არ უტოვებს საკუთარ თავს შანსს” – განაცხადა ვასაძემ.
მისი თქმით, “ოცნების” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს რეალობასთან კავშირი დაკარგული აქვს და თუ ის ასე გააგრძელებს ვითარება “ცუდად დამთავრდება მისთვისაც და მისი პოლიტიკური რეჟიმისთვისაც. ხელისუფლება არ გვისმენს ხალხს… ყველა ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ეს ფულს მოგვიტანს დაისჯება. ყველა დეპუტატი, ყველა მოხელე აპრავებენ ბიძინას გადაწყვეტილებას. ისინი შეყვანილნი არიან ქვეყნის სირცხვილის სიაში, ისინი ჩარეცხილები არიან… ჩვენ ცეცხლით და ცოცხებით გავწმენდთ ქვეყანას,” – განაცხადა ვასაძემ.
“აზრზე არ არის რას შვრება… ეს ხალხი შეიძლება მიადგეს მის შუშის სასახლეს. რომ ბუთქავს ჩვენი ხალხი, დაგშლიან მარტივ მამრავლებად… მოგაკითხავენ კაბინეტებში და ჩამოგიყვანენ ყურებით. ხალხი გამოვა გარეთ და გაიტანენ თავის სკამებიან შუშებიანად,” – აცხადებს ვასაძე.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი ლევან ვასაძე ფართომასშტაბიანი აქციის ორგანიზებას გეგმავს.