რუსთავში „ზუმერის“ მაღაზია გაქურდეს.
დაზიანებულია მაღაზიის კარი, სავარაუდოდ სავაჭრო ობიექტში შესვლა სწორედ კარის დაზიანებით მოახერხეს.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში „ზუმერის“ მაღაზია წელს უკვე მეორედ გაქურდეს.