დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდოდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ტელეკომანია “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ 15 წელია რაც ქართულ პოლიტიკაშია და პირველად ამ წელს დაიწყო ამ ჩემს ქართულზე ლაპარაკი.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ის საუბრისას შეცდომებს უშვებს და უხერხულობას ხომ არ უქმნის ქართული ენა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ არ იცის რა შეცდომებზეა საუბარი.
„მე არ ვიცი, რა შეცდომებზეა საუბარი. 15 წელია რაც ქართულ პოლიტიკაში ვარ, მათ შორის ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი და პირველად ამ წელს დაიწყო ამ ჩემს ქართულზე ლაპარაკი, რაც ცოტა უცნაურია. ან წლოვანებასთან ერთად დამავიწყდა, ან რა მოხდა, არ ვიცი. იმის თქმა მინდა, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი თემა. ცდილობენ, მათი მთავარი კონკურენტის დისკრედიტაცია მოახდინონ და ამით ცდილობენ არეულობის შემოტანას. მე არ ვაპირებ ვიყო იმ რეჟიმში, რომ „რუსთავი 2“ და „ნაციონალური მოძრაობა“ აწესებენ დღის წესრიგს და ჩვენ ვპასუხობთ. მე არ ვპასუხობ იმათ კრიტიკას. ამომრჩეველმა გადაწყვიტოს მე როგორ ვლაპარაკობ, ესმის თუ არა ჩემი ენა“ – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა.