ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს პატრიარქს შეხვდება. როგორც ზაზა სარალიძემ განaცხადა, ის საპატრიარქოში მისვლას 19:00 საათზე გეგმავს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
სარალიძის ინფორმაციით, პატრიარქთან შეხვედრა რამდენიმე დღის წინ იგეგმებოდა, თუმცა აუდიენცია აქამდე ვერ შედგა. ზაზა სარალიძის თქმით, ის პატრიარქს მარტო შეხვდება.