ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ ნატო ჩხეიძე ტოვებს

ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” შემადგენლობას პარლამენტარი ნატო ჩხეიძე ტოვებს.

როგორც მან რუსთვი2-ის ეთერში განცხადა, ამაზე ვრცლად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ 6 დეპუტატისგან შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატო ჩხეიძის გასვლის შემთხვევაში ფრაქცია დაიშლება. ფრაქციის შენარჩუნების ერთადერთი გზა არის, თუ მის რიგებში რომელიმე სხვა დეპუტატი გაწევრიანდება.

იტვირთბა....