ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თი ბი სი” ბანკში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

“თი ბი სი” ბანკში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. ამის შესახებ “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს ხულიგნობა და ნივთის დაზიანება ან განადგურება (სსკ-ს 239-ე და 187-ე)”, – განაცხადეს შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ “მეტრონომის” ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, ორთაჭალაში მდებარე ბანკის ფილიალში პირმა “მოლოტოვის კოქტეილი” ისროლა. დაშავებულია რამდენიმე პირი.

თვითმხილველი “მეტრონომთან” საუბრობს

იტვირთბა....