ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასულიერო პირების მსვლელობა: ისინი მარიხუანასთან დაკავშირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ

სასულიერო პირები და მათი მრევლი სამების საკათედრო ტაძრიდან საკრებულოს შენობამდე მსვლელობას აწყობენ. ისინი აპროტესტებენ კანონპროექტს, რომელიც სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, მარიხუანას კულტივაციასა და ექსპორტს ითვალისწინებს.

როგორც დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ულტიმატუმის ენით ელაპარაკება.

„სახელმწიფო პირდაპირ ულტიმატუმით ანუ არც კი გვესაუბრება ისე გვეუბნება, რომ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს და ამ კანონს მივიღებთ. ამან გამოიწვია ჩვენი ძალიან დიდი აღშფოთება, რომ ადამიანები არ გვაყენებენ საქმის კურსში და არ გვესაუბრებიან იმაზე, თუ რაზეა საუბარი. უნდათ, რომ იყოს მაღაზიები და ვიღაცის ბიზნესის სფეროდ გადაიქცეს. სხვა კითხვა ჩვენ არ გვიჩნდება და ჩვენ როცა ვისაუბრეთ ამაზე, შევხვდით კომპეტენტურ პირებს, კითხვაზე პასუხს ვერ გვცემენ როცა ამაზე კითხვას ვსვამთ ხოლმე. მთავრობის წევრებთან გვქონდა შეხვედრა, ვისაუბრეთ, გუშინაც გვქონდა შეხვედრა და ჩვენ კითხვები რომ დავსვით პასუხები ვერ მივიღეთ,“-განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

დღეს, საკვირაო ქადაგებაზე პატრიარქმა განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. “კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი. კერძო სექტორში რომ გადავიდეს, ვერ გავაკონტროლებთ მას”- აღნიშნა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ მთავრობას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას კულტივაციასა და ექსპორტს სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით გულიხმობს. ვრცლად იხილეთ აქ:

იტვირთბა....