ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამა შალვა კეკელია: პატრიარქის პოზიციაა, რომ მარიხუანის ექსპორტის შესახებ კანონპროექტი არ შეიძლება მიიღონ

მამა შალვა კეკელია აცხადებს, რომ პატრიარქის პოზიცია სამედიცინო მარიხუანის ექსპორტთან დაკავშირებით უარყოფითია.

“პატრიარქის პოზიცია ზუსტად ასეთია, რომ ეს კანონპროექტი არ შეიძლება იყოს მიღებული” – აღნიშნა სასულიერო პირმა.

როგორც კეკელია ამბობს, ილია II კანონპროექტის შესახებ დღეს, ქადაგებაზე კომენტარს გააკეთებს.

“როდესაც ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, პატრიარქმა განაცხადა, რომ ეს არის დიდი ბოროტება, მტრობა ქვეყნისა. ანუ ოთხმა ადამიანმა, რომლებმაც ეს მიიღო, ეს იყო ქვეყნის მტრობა იყო. წარმოიდგინეთ, არანაირი რეგულაციები არ იყო დაწესებული, ისე მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ანუ ჯერ კანონი მიიღეს და მერე იწყებენ საუბარს, რა რეგულაციები მიიღონ. ეს ხომ მძიმე მდგომარეობაა”, – განაცხადა მამა შალვამ.

სასულიერო პირი ამბობს, რომ მოსახლეობის 90%-ს ამ კანონპროექტის მიღება არ სურს.

შეგახსენებთ, შსს-მ მთავრობას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას ექსპორტს გულისხმობს.

იტვირთბა....