ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაჩალიკაშვილი: “ზაზა სარალიძე გამოჯანმრთელდება და უკან დაგვიბრუნდება”

„ზაზა შიმშილობს, ამის გამო შეუძლოდ გახდა. გამოჯანმრთელდება და უკან დაგვიბრუნდება. არც სამინისტრო გვყავს და არც ხელისუფალი”, – ამის შესახებ პარლამენტის წინ გამართული აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

ზაზა სარალიძე რამდენიმე წუთის წინ შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე მე-6 დღეა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტის წინ შიმშილობენ.

იტვირთბა....