ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ყველა უფლებადარღვევაზე, რომელსაც რუსეთი სჩადიოდა და სჩადის, უნდა გადაიხადოს შესაბამისი ფასი”

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომ მუდმივად დაიცვას თავისი სახელმწიფო ინტერესები და მოქალაქეთა სიცოცხლე.

ნაცვლიშვილი ამ კომენტარით გამოეხმაურა ინტერპოლის მიერ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის წევრებზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ ინფორმაციას. ის მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია.

„ქვეყანა გააგრძელებს ყველა შესაძლო ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა ოკუპანტს დაერქვას ოკუპანტი. ყველა უფლებადარღვევაზე, რომელსაც რუსეთი სჩადიოდა და სჩადის, უნდა გადაიხადოს შესაბამისი ფასი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

2018 წლის 13 სექტემბერს ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ, საქართველოს მხარის მიერ მიმდინარე წლის 6 ივლისს მიწოდებული მასალების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დავით გურწიევის და ალიკ ტაბოევის მიმართ ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით. ხსენებული პირები მიცემული არიან სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და არჩილ ტატუნაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში წამების გამო.

იტვირთბა....