ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოზურგეთში მოზარდი დაჭრეს

ოზურგეთში მოზარდი დაჭრეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, არასრულწლოვანსა და 40 წლამდე ასაკის მამაკაცს შორის შელაპარაკება მოხდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

შემთხვევის შედეგად კი, დაზიანებები ორივე მათგანს აღენიშნება, თუმცა არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით რთულია და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სავარაუდოდ ოპერაციაც ჩაუტარდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ოზურგეთში რუსთავიდან დასასვენებლად იყო ჩასული.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....