გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მარიხუანსთან დაკავშიერებით კომენტარი გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა საინტერესოა ვის ჯიბეში წავა მარიხუანასგან შემოსული ფული.
“არავითარი ექსპორტისთვის ეს ნარკოტიკები გათვალისწინებული არ არის. ეს არის შიდა მოხმარებისთვის გათვალისწინებული. თავიდანვე გასაგები იყო, ეს ისტორია საით მიდიოდა, როდესაც ჯერ სიმღერები შემოგვაპარეს, შემდეგ კონსტიტუციურმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თურმე ადამიანს უფლება აქვს, ისე დაისვენოს, როგორც უნდა და შეკითხვა მაქვს კონტიტუციურ სასამართლოსთან, პედოფილსაც აქვს უფლება, ისე დაისვენოს როგორც უნდა?! ამ პლანტაციებს რომ გვიშენებენ, ხომ გასაგებია, ვის ჯიბეში წავა აქედან აღებული მილიონები” – განაცხადა ვაშაძემ.