ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გეგმიური აცრები სავალდებულო გახდა

გეგმური აცრები სავალდებულო ხდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

ცვლილების თაობაზე პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, ცვლილება ორ კანონში შედის და აცრების გეგმური ეროვნული კალენდარი, სავალდებულო გეგმური კალენდარი ხდება.

“წარმოდგენილი კანონპროექტების პრინციპი არის ერთი – მკაფიო გზავნილი გავუგზავნოთ ჩვენს მოქალაქეებს იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ძალიან ერთმნიშვნელონად აფიქსირებს, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდი, რომ თავიდან ავიცილოთ ისეთი საშიში დაავადებები, რომლებიც ჩვენი შვილების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება. ეს დაავადებებია წითელა, პნევმოკოკური ინფექციები და ყველა ის დაავადება, რომლებიც გეგმური იმუნიზაციის კალენდრით თავიდან აცილებადია“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ინიციატივასთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე მიწვეულმა პედიატრებმა მოსაზრებები გამოთქვეს და ცვლილებების განხორციელებაზე მზაობა გამოხატეს.

“ჩვენ ინიციატივას მივესალმებით. მაქსიმალურად შევეცდებით მის განხორცილებას მხარი დავუჭიროთ. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტის მშობელი უნდობლად მოგვმართავს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ვაქცინაციის შესახებ, პირველ ეტაპზე, მშობლების განათლების დონის ამაღლება. კარგი იქნება თუ ამ საკითხში სამინისტროებთან ერთად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც თუ დაგვეხმარება. საკითხი საკმაოდ სენსიტიურია, თუმცა როგორც კი მშობელს სწორედ განემარტება ვაქცინაციის აუცილებლობის მნიშვნელობა, იგი უარს აღარ იტყვის საკუთარი შვილის აცრაზე. ჩვენს ქვეყანას აქვს ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინები, აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის კალენდარს ვუსწრებთ კიდეც და ამის გამოუყენებლობა ფაქტობრივად დანაშაულია“ – განაცხადა პედიატრმა თემურ მიქელაძემ.

იტვირთბა....